Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists
Some issues still need to be worked through - Zelensky on peace settlement
US Senate condemns Russia's killing of Ukrainian civilians on Christmas
Palisa briefs Zelensky on ways to strengthen army, frontline positions
პრემიერი - გუნდის ყოფილი წევრები აფინანსებდნენ ხაბეიშვილს, „ტვ პირველის" კონკრეტულ ე.წ. ჟურნალისტებს, სხვა ე.წ. ჟურნალისტებს, საზოგადოება ალბათ მიხვდება საით მიდის ეს ისრები
ვოლოდიმირ ზელენსკი - შეიძლება, ბევრი რამ ახალ წლამდე გადაწყდეს
აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ სიაში - „უარესთა შორის უარესები“, საქართველოს ორი მოქალაქეა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებს - ამის თანმხლებლად, 2019 წლის დოკუმენტში მითითებულია, რომ აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ეს არის სიმპტომი, რომელიც კავშირში არ არის შერაცხადობასთან

02.08.2025 ნახვები: 404

ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა - ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან,- ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ეხმაურებიან.

მათი თქმით, აღნიშნული სიმპტომში შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს, მაგრამ ნინო დათაშვილის შემთხვევაში ეს აქტივისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლაა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ეხმიანება ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მითითებაა მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე.

2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან.

აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველას შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ემოციური ლაბიობა, რაიმე გარემო ფაქტორების ზემოქმედებიდან გამომდინარე.

ნინო დათაშვილისთვის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.

მოვუწოდებთ ტელეკომპანია „იმედს“, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

PHR აღნიშნულ დოკუმენტს აქვეყნებს ნინო დათაშვილის გადაწყვეტილებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა