ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day
Border guards destroy Russian gun, EW system, communications equipment in Northern Slobozhanshchyna sector
SSU detains two pro-Russian propagandists
Some issues still need to be worked through - Zelensky on peace settlement
US Senate condemns Russia's killing of Ukrainian civilians on Christmas
Palisa briefs Zelensky on ways to strengthen army, frontline positions

ნონა ქურდოვანიძე - უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?!

02.08.2025 ნახვები: 405

უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რითაც ეხმაურება აქტივისტ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებაზე სასამართლოს თანხმობას.

როგორც ნონა ქურდოვანიძე წერს, ნინო დათაშვილს წლების წინ ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია, რომლის თანმხლები შედეგია ემოციური ლაბილობა.

„ამ და სხვა წონადი არგუმენტებით, ნინოს ადვოკატი სასამართლოში ასაბუთებდა, რომ მის მიმართ არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. გაუშვა ციხეში.

ციხის პირობებში შეუძლებელი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სათანადო ზრუნვა. მას აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები და შესაბამისი პროფილის ექიმთან შეხვედრას დღეების განმავლობაში ელოდა. ვინ არის პასუხისმგებელი ნინოს ემოციურ ფონზე, რომელსაც ეს ტკივილები და უსამართლობის განცდა ამძაფრებდა? და უკანონო პატიმარს თუ ემოციური ფონი აქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზები ჩატარდეს?! აშკარაა, რომ ეს მისი დასჯის ახალი ფორმაა, რომელსაც პროკურატურა მიმართავს.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ნინო ციხეში მოვინახულე, ძალიან მხნედ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილგამაყუჩებელი ჰქონდა მიღებული, საკუთარი საქმის ნაცვლად, პირველი რაც მკითხა, მზია ამაღლობელის მდგომარეობა იყო. წუხდა, რომ ციხეში სასეირნო დროს ვერასდროს მოკრა თვალი მზიას. ციხის სხვადასხვა ფლიგელში არიან. ნინოს დაკავების შემდგომ პერიოდში როდესაც მზია ამაღლობელს შევხვდი, მითხრა, რომ ნინოს ციხეში გადაყვანის ამბავი რომ გაიგო, უნდოდა გასამხნევებლად წიგნი გაეგზავნა მისთვის, თუმცა, ციხის ადმინისტრაციამ ამის უფლება არ მისცა, პატიმრებს შორის ამგვარი კომუნიკაცია არ არის დაშვებულიო. ის, რომ უკანონოდ დაკავებული ადამიანები ასეთი სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ, ეს მხოლოდ მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. მხნეობა და თავისუფლება ნინოს!“- წერს ნონა ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება თავად ნინო დათაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა