პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day

რაჟდენ კუპრაშვილი - ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს „მხილების“ ძლიერი მექანიზმი, „მამხილებლის“ დაცვის მექანიზმი კი გაძლიერდება

24.07.2025 ნახვები: 391

ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი - მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მამხილებლის დაცვის მექანიზმის გაძლიერება პრიორიტეტია.

როგორც კუპრაშვილი განმარტავს, პირს შეუძლია ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს, „მტკიცების ტვირთი კი მამხილებელს არ ეკისრება და ის გამკვლევის საგანი გახდება“.

„დღეს ანტიკორუფციული ბიურო მართავს შეხვედრას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამავდროულად, იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სექტემბერ-ნოემბრიდან შევა ძალაში.

რა არის ეს ცვლილებები - თქვენ იცით, რომ საჯარო სექტორში არსებობდა ასეთი ცუდი პრაქტიკა, როდესაც საჯარო მოხელე რამდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა. აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გამოვეცით იმისთვის, რომ ეს კანონი კიდევ უფრო სწორად და კარგად აღსრულდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო მიმართულებებს. თქვენ იცით, რომ არსებობს მთელი რიგი დარგები, სადაც არის დარგობრივი დეფიციტი. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება აღნიშნულ პირებს. აღნიშნული კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად, რამდენიმე თეატრშია დასაქმებული და სპექტაკლში მონაწილეობს. ამიტომ, ძალიან სწორი და დროული იყო აღნიშნული ცვლილება.

მეორე კანონი გახლავთ, როდესაც უკვე მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა. თუმცა აქაც იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი კორუფციული რისკები, ანტიკორუფციულ ბიუროს მიღებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, სადაც ყველა ასეთი დასაქმებული პირი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს. ანუ, ჩვენ გვეცოდინება მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი გააჩნია იმისთვის, რომ კორუფციული რისკები გამოირიცხოს და ვიცოდეთ, ეს ადამიანი კონკრეტულად რას საქმიანობს დაწესებულებაში.

შემდგომი ცვლილება არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე, სადაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქის ნდობას კიდევ უფრო უარყოფითად განაწყობს საჯარო სექტორის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან პრობლემური საკითხი და საფრთხის მატარებელი. შესაბამისად, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერება ეს იქნება რეფორმა, რომელიც გამჭვირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე, მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებში. აქ ანტიკორუფციული ბიუროს როლი ამ განხილვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა