კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ თავდაცვითი დრონებისთვის 3 მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების კონტრაქტებს მოაწერა ხელი

ნახვები: 459 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ თავდაცვითი დრონებისთვის 3 მილიარდ გრივნაზე მეტი ღირებულების კონტრაქტებს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ თავდაცვით დრონებთან დაკავშირებით კიდევ ოთხ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენს დასაცავად, ჩვენი ქალაქებისა და თემების უფრო მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩამჭრელი დრონების ახალი კონტრაქტები არსებობს და ეს ემატება იმას, რაც უკვე შევიძინეთ დრონების წარმოებისთვის, კერძოდ, პარტნიორებისგან. კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი კონტრაქტი, რომელთა ღირებულება 3 მილიარდ გრივნაზე მეტია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თავდაცვითი დრონების რაოდენობის გაზრდის საკითხს სამხედროები და სამინისტროები, კერძოდ, თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი და პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე მიხაილ ფედოროვი განიხილავენ.

ზელენსკის თქმით, ასევე მიმდინარეობს ფრონტზე გამოსაყენებელი დრონებისთვის საჭირო კონტრაქტების გაფორმება და ღრმა დარტყმების პროგრამა გაგრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა