პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში
მიხეილ სააკაშვილი - ქიმიური სკანდალი ლილუაშვილით გადაფარეს, ლილუაშვილი ახალაიათი
ანი ნადარეიშვილი - გამოკითხვაზე დამიბარეს, ვუთხარი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, ნახევარ საათში, 30-მდე ავტომატიანი და ნიღბიანი შემოცვივდა
War update: 121 clashes on front line, 28 enemy assaults stopped in Pokrovsk sector
Russian army loses 840 troops over past day

გიორგი გახარია - მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე

16.07.2025 ნახვები: 360

საქართველოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია - ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე, თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ,- ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, მის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ბრიუსელში, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან კომენტარში განაცხადა.

გიორგი გახარიას აზრით, ამ ეტაპზე მისი ყოფნა ყველაზე ეფექტური ბრიუსელშია.

„ვაპირებ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? რა თქმა უნდა ვაპირებ, ვიზიტები ჯერ კიდევ დაგეგმილი მაქვს. სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალ შესაძლოა ვიღაცამ გაიგოს, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან რამდენჯერმე მეტი ფული ყოფილა მოპარული „ქოლცენტრებიდან“ და სასწაული მოხდეს. უნდა გვესმოდეს მთავარი დეტერმინანტი - დილით, როცა მთავრობა იღვიძებს, ბიტკოინსა და ფულს ეძებს, ის კი არ აღელვებს ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაცია... ამათ მოპარული ფული ადარდებთ ვის ხელშია.

ვარ თუ არა ციხისთვის მზად რას ნიშნავს? ბრძოლისთვის ვარ მზად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. იმისთვისაც მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე. ჩემი ყოველი დღე პოლიტიკური ნაბიჯია და დღეს უბრალოდ ისე მოხდა, რომ მედიას თავი ვერ ავარიდე, თორემ მე რასაც ვაკეთებ, იმის პიარი არასდროს მიცდია. ამიტომ თუ მე აქ ვარ ეფექტური - აქ ვიბრძოლებ, თუ იქ - იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური - ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა.

ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ, ამ ადამიანებთან. დღეს ფაქტობრივად საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო განწყობა, უვიზო მიმოსვლა ჰაერში იყო, მაგრამ ეს გადავავადეთ, ამისთვის კი მარტო მე არ მიმიღწევია, ეს საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შევძელით და გადავავადეთ. ამის [უვიზო მიმოსვლის] დაკარგვა არ შეიძლება, ეს უბრალოდ ბოროტებაა და „ოცნებას“ ეს აწყობს და ძალიან გაუხარდება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე გიორგი გახარია, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით 15 ივლისს გამართულ მოსმენასაც გამოეხმაურა.

„გზავნილი ძალიან მარტივია, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს, რომ კონსენსუსს მიაღწიოს, თუ როგორ დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ორიენტაციის ცვლილებაში, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დასაჯონ საქართველოს მოქალაქეები. „ოცნება“ ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა და სხვადასხვა სახელმწიფოს მეშვებით ცდილობს, რომ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეს. ყველაფერი მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავრობას მოსთხოვენ გაასაჯაროოს თუ რა სახის წერილი მიიღო ევროკომისიისგან, თუ რა ვადებსა და პირობებზეა საუბარი. [„ქართული ოცნება“] თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის იღვწის და მათთვის შრომობს, მაშინ გაასაჯაროონ. ჩვენი მიზანია, რომ ის, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით დავიცვათ. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. ივანიშვილის ცნობილი ფრაზა ხომ გახსოვთ - „საზღვრები გაიხსნა, ხალხი დადის და ხედავენ ცხოვრება როგორია და მერე თვითონაც უნდებათ კარგი, ნორმალური ცხოვრებაო და მერე აქაც იმავეს მოგვთხოვენო“. თვითონ მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მოპარული ფულის დასაცავად - ერთმანეთს ესვრიან და ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ. დღეს ჩვენ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება გვყავს, რომელიც წყალს ატანს ყველაფერს, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რომ ევროპას დავახლოებოდით. ქვეყანას ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული ამოძრავებს. არარაობები, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ უცხოური ფონდებისგან ხელფასის მიღების გარდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და „ლელო - ძლიერ საქართველოსთან“ მემორანდუმის გაფორმებას, გიორგი გახარია აღნიშნულს თანამშრომლობის მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ერთმანეთის კონკურენტები არ იყვნენ.

„ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და უნდა ავუხსნათ, რომ „ოცნება“ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივ ძალად ჩამოყალიბდა.

მემორანდუმის არსი იყო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა აზრი აქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუპირისპირდეთ და კონკურენციაში ვიყოთ? უნდა ითანამშრომლოთ და ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპიროთ. სადაც ნეიტრალური კანდიდატებზე შევთანხმდებით, ეს ყველაზე კარგი შედეგი იქნება, ასევე ვაპირებთ საუბარს იმ პატიების ამომრჩევლებთან, რომლებიც დღეს ბოიკოტში არიან, ოღონდ სადაც ნეიტრალური კანდიდატები გვეყოლება წარდგენილი. ჩვენ ყველაფრისთვის ღიად ვართ. პარტიული დაპირისპირებები წარსულში უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა