კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ!

ნახვები: 549 თინა ბოკუჩავა - ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერმა პირმა უნდა გაიაზროთ, რომ ბაჩიაშვილის ადგილზე შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ!

ერთადერთ შეფასებას გავაკეთებდი: ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერი პირისთვის - კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელია სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტს.

თინა ბოკუჩავა თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი ბაჩიაშვილს უპირობო სოლიდარობას უცხადებს.

„გავრცელებული ინფორმაციით, სამარტოო საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გიორგი ბაჩიაშვილს პარტიის სახელით მინდა გამოვუცხადო უპირობო სოლიდარობა, ის არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და ბრალს იხდის მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან წინააღმდეგობაში შევიდა. ნორმალურ ქვეყანაში, ბუნებრივია, აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას იმიტომ, რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის ავტორი თავად რეჟიმია, თავად სისტემაა ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრიც კი არ აქვს, ამიტომ, ერთადერთ შეფასებას, რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერ პირთან, ეს იქნება არალეგიტიმური მთავრობის დღევანდელი თანამდებობის პირი, მისი პროპაგანდისტი, თუ ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან - კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან, ერთ დროს, თანამშრომლობდნენ, “ - განაცხადა ბოკუჩავამ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა