კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან

ნახვები: 560 გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან

ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაადასტურა, რომ უწყვეტ წინააღმდეგობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში არ მონაწილეობაზე ვერ შევთანხმდით,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე, საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

"მეგობრებო, ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაადასტურა, რომ უწყვეტ წინააღმდეგობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში არ მონაწილეობაზე ვერ შევთანხმდით.ჩვენი მიზანი მოძალადე რეჟიმის ცვლილებაა და არა ერთმანეთის განადგურება.

ჩვენი მთავარი ბრძოლა საერთო მტერთან უნდა იყოს. საზოგადოება ამ დაპირისპირებას ხედავს და კარგავს იმედს, რომ ოპოზიცია რეალურად წარმოადგენს ძლიერ ალტერნატივას. ნუ მივანიჭებთ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს იმაზე დიდ მნიშვნელობას, ვიდრე სინამდვილეში აქვს.

ეს არ არის ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ბედს. ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს არის ფარსი და არა არჩევნები. მთავარი ბრძოლა წინაა - ის, რაც მართლაც ცვლის ძალაუფლებას.

გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა „ქოცებთან“ - კომპრომისი ერთმანეთთან.

ერთიანობის გარეშე რეჟიმის დამარცხება შეუძლებელია და რაც უფრო დაპირისპირებულები და დაქსაქსულები გამოვჩნდებით ეს არის რეჟიმის ინტერესიც ამიტომ კომპრომისი ერთმანეთთან არის გადამწყვეტი.

რეალობა ასეთია, ქოცურ რეჟიმს ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებით ლეგიტიმაციის აღდგენა აღარ გამოუვა იმიტომ რომ: 1. ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პროცესს არ აღიარებს და არ იღებს მონაწილეობას; 2. საარჩევნო გარემო ისეა დეგრადირებული, რომ აღარ არსებობს კონკურენციის, სამართლიანობის ან ნდობის ელემენტები; 3. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის ეუთო-ს სახით, სრულად გამოთიშულია პროცესიდან; 4. ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ეუთო-ს რეზოლუციები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, ქვეყანაში კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია; 5. საქართველოში გვყავს პოლიტიკური პატიმრები - მათ შორის პარტიების ლიდერები; 6. ბოლო ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც პრაქტიკულად ყველა პარტია იყო წარმოდგენილი, აშკარად გამოჩნდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ამიტომ, დროა ეს ფაზა დავხუროთ, გაკვეთილად მივიღოთ, რომ მომავალში კვლავ არ დავდგეთ მსგავსი ფაქტის წინაშე და შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების საერთო მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს:

  1. როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ამ მოცემულობიდან გამომდინარე?
  2. როგორ მივდივართ რეალურ ერთიანობამდე - არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით?
  3. როგორ შევქმნათ მძლავრი ალტერნატივა, რომელიც კიდევ უფრო ორგანიზებულს გახდის წინააღმდეგობას და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას?

ამ არჩევნებად წოდებული ფარსით არაფერი სრულდება. ჩვენ წინ დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა გველის.

გზა გამარჯვებამდე გადის ერთიანობაზე, საერთო სამოქმედო გეგმასა და ურთიერთპატივისცემაზე.

კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებია!

ეს ქვეყანა ჩვენია და არა ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის!”, -წერს გიორგი ვაშაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა