კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

ნახვები: 510 რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველს, გელა ერაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქის, გელა ერაძეს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობას ადასტურებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იგი დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერაძეს დაუსწრებლად მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის დასაწყისში ერაძე ნებაყოფლობით შეუერთდა უკრაინულ შეიარაღებულ ფორმირებას, როგორც დაქირავებული მებრძოლი, გაიარა სამხედრო წვრთნები და მიიღო საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „ერაძე, მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ“, მონაწილეობდა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა