“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ

თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

08.07.2025 ნახვები: 455

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ტურძელაძემ.

ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა