Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის

სალომე ზურაბიშვილი : სახელმწიფო დანგრეულია!

07.07.2025 ნახვები: 425

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა! ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან თვითმკვლელობამდე სავარაუდო მიყვანა, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია“.

„ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია. ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში. ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი. ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი! დემოკრატიასა და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“. დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია! ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება!“- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა