Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told
ირაკლი კობახიძე - ჩვენ მომავალშიც დავუპირისპირდებით სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც გარედან თავს სრულიად ხელოვნურად გვახვევენ
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი
პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

თინა ბოკუჩავა - თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს

07.07.2025 ნახვები: 496

თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს, ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც აუცილებლად მოვა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის ვერსია შეთხზულია“.

„თორნიკე რიჟვაძის შავბნელი ისტორია (თვითმკვლელობის ვერსია აშკარად შეთხზულია) ყველა „ქოცისთვის“ გაკვეთილი და გამოფხიზლების საფუძველი უნდა იყოს, მინისტრისა თუ პროკურორისთვის, პროპაგანდისტისა თუ ბიზნესმენისთვის, ყველა ივანიშვილის მოღალატეობრივი სისტემის ჭანჭიკი ხართ და ეს სიბნელე თქვენამდეც მოვა, აუცილებლად მოვა. ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ქვეყნიდან გაგაქცევთ (ვისაც არ გაგიმართლებთ, ოხანაშვილი დაგადგებათ თავზე და გაიაშვილის დახმარებით, „აირზენას“ სპეცრეისით ისევ საქართველოში აღმოჩნდებით. გახარიასავით ხომ არ უმართლებს ყველას?!) მძიმე სათქმელია და კი, ზოგს თვითმკვლელობამდე მიგიყვანთ და ზოგს უბრალოდ გაგაქრობთ. ნურავის დაავიწყდება რა აქვს ამ კაცს ნაკეთები 90-იანი წლების რუსეთში. ან ხელისუფლებაში როგორ მოვიდა. მას 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ერთი ციდა გვამზე გადავლაც შეუძლია, მისთვის ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს, განსაკუთრებით, მათი სიცოცხლის, ვინც იყიდა. ის ხომ თვლის, რომ თქვენი სხეულიც და სულიც მას ეკუთვნის. ასე იცის ეშმაკთან გარიგებამ. გერმანელი ავტორები უყვარს თქვენს პატრონს და „ფაუსტი“ წაიკითხეთ, ბიჭებო. წაიკითხეთ და მერე ხმა ამოიღეთ, სანამ მიწიერი ჯოჯოხეთის დასრულება ერთად შეგვიძლია ამ ქვეყანაში. სანამ განკითხვის დღეს მარტო დარჩებით. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“- წერს თინა ბოკუჩავა.

ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა