გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

შსს - კლინიკაში შეყვანილია თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა

07.07.2025 ნახვები: 444

 

შსს-ს ინფორმაციით, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა