Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told

ტეხასში წყალდიდობის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 15 ბავშვია

06.07.2025 ნახვები: 482

სამძებრო-სამაშველო ჯგუფები კვლავ ცდილობენ 27 დაკარგული ბავშვის პოვნას აშშ-ის ტეხასის შტატში, მდინარე გვადალუპეს მახლობლად მდებარე გოგონების საზაფხულო ბანაკში, რომელიც ძლიერი წვიმების შემდეგ ადიდდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი დაიღუპა.

ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ ბანაკი საშინლად განადგურდა და პირობა დადო, რომ სამაშველო ჯგუფები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, ყველა დაკარგულ გოგონას იპოვნიან. გუბერნატორმა ყველა ჩართულ სახელმწიფო უწყებას დაავალა, რომ პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ძალისხმევას მიანიჭონ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა