Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told

მოძრაობა „დაფიონი“ - ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა, ეს ღალატია, როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია

06.07.2025 ნახვები: 504

ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით - არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის, - ასე ეხმაურება მოძრაობა „დაფიონი“ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ.

„დაფიონი“ განცხადებას „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

„ვუერთდებით! ბრძოლა არ არის ის, რაც „ლელომ“ გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით. ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება!

ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის! ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს! არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის. როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო პოზიცია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა