კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ნახვები: 470 ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„ლელო - ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, შედიან ბრძოლაში „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე“.

„დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს. დღეს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითოეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, დიქტატურის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ მთავარ ველზე. აქვე, მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს.

ეს არის რუსული რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს, თუმცა ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციური პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება. როგორც გამოჩნდა, სტრატეგია ავირჩიეთ განსხვავებული. მზად ვართ, სრული ჩართულობისთვის, სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდე, მზად ვართ ტოტალურად და სრული რესურსით ვიყოთ ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება . აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. 4 ოქტომბერი არის დე-ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროცესი და განაჩენი რეჟიმისადმი. რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ერთობლივი მოსაგებია. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ არცერთი გოჯი თავისუფლების დათმობას არც თბილისში და არც რეგიონებში, მზად ვართ ტოტალური წინააღმდეგობისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის, რასაც ქართული ოცნება“ ჩვენ წინააღმდეგ გააკეთებს, მზად ვართ რეპრესიებისთვის, პატიმრობისთვის. გვაქვს ორი პოლიტიკური ლიდერი საპატიმროში, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ასევე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიტპატიმარი შეიძლება შეემატოს ჩვენი გუნდიდან, არ ვაპირებთ ამ ბრძოლის შეჩერებას. რადგან პასუხი ნათელია. ეს ადამიანები იმიტომ სხედან საპატიმროში, რომ იბრძოდნენ და არ აპირებდნენ დათმობას.

დე-ფაქტო ხელიუსფლებასთან, დე-ფაქტო არჩევნებში ბრძოლა გამოგვიცხადებია და პირველ რიგში გვაქვს თქვენი, საზოგადოების იმედი. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ჩვენი ერთობის შემთხვევაში ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით“,- განაცხადა კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა