კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ანდრეი სიბიგა - ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევზე, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა

ნახვები: 517 ანდრეი სიბიგა - ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევზე, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა

ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში, სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.

„აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე კიევში. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე, რაც კი აქამდე ყოფილა. ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში. სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს სანქციები.

„მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს უმკაცრესი სანქციები. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო საშუალება საკუთარი თავის დასაცავად. არასწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მხოლოდ აგრესორი წაახალისოს ტერორის ესკალაციისკენ. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და მათზე რეაქციებს. თუ ის ამ ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩება, ყველა მიიღებს ძალიან მკაფიო გზავნილს. შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი. იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - აცხადებს სიბიგა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 23 ადამიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა