კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინს მშვიდობა არ სურს, ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

ნახვები: 481 ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინს მშვიდობა არ სურს, ზეწოლა უნდა მოვახდინოთ

საინტერესო იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა, რუსეთის გადახურებული ომის ეკონომიკა თავის ლიმიტებამდე მიდის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

კერძოდ, მან ამის შესახებ დანიის ქალაქ ორჰუსში მედიასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრიდერიკსენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.

“ყველამ ვიცით, რომ პუტინს მშვიდობა არ სურს, ასე რომ, მასზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. სანქციების მე-18 პაკეტი რუსეთის ომის ეკონომიკას გულში ურტყამს.

საინტერესო იყო რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრისგან იმის მოსმენა, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. საპროცენტო განაკვეთი 20%-ზეა, ინფლაცია 10%-ზეა. რუსეთის გადახურებული ომის ეკონომიკა თავის ლიმიტებამდე მიდის”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან მადლობა გადაუხადა დანიას უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისთვისა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ საბჭოს დანიის თავმჯდომარეობის პერიოდში ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე, ევროკავშირის ვალდებულება გაიხსენა, რომლის თანახმად, წლის ბოლომდე უკრაინას 2 მილიონი ჭურვი უნდა მიაწოდოს. ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე მოახდინა 2.1 მილიარდი ევროს ინვესტირება უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაში.

“მნიშვნელოვანია ამ სახსრების წარმომავლობა. ამას გაყინული რუსული აქტივების ჭარბი შემოსავლის გამოყენებით ვაკეთებთ. ამდაგვარად, ფაქტობრივად რუსეთი იხდის იარაღისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა