ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

03.07.2025 ნახვები: 364

 

ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს  მობაილბანკში ბიზნესოპერაციებისა და ტრანზაქციების შესრულება ახალი ფუნქციონალებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლების დროს და მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

სიახლეები ბიზნეს მობაილბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:

  • გაუმჯობესდა პაროლის აღდგენის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ბიზნეს მობაილბანკის Log in-ის გვერდიდან პაროლის აღდგენას სულ რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეძლებენ.   

                                                                                                                             

  • ბიზნეს მობაილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ  მობაილბანკის მომხმარებლის აქტივაციის ვადის ამოწურვის შესახებ. ახალი ფუნქციონალით, კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა ექნება, ბიზნეს მობაილბანკითვე გაუხანგრძლივოს მომხმარებელს აპლიკაციით სარგებლობის ვადა.

 

  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკს მომხმარებლების მენეჯმენტის ფუნქციონალი დაემატა. კომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად, ბიზნეს მობაილბანკით გაააქტიუროს “ვადაგასული მომხმარებელი”,  დაამატოს ახალი მომხმარებელი და ჩაურთოს მას სხვადასხვა უფლება. ამასთანავე, შეიცვალა როლის მინიჭების ფუნქციონალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა როლის ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.

 

  • თიბისის ბიზნეს მობაილბანკით შესაძლებელია სასურველი ვალუტის კურსის მოთხოვნა. შეთავაზების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, პასუხის მიღების შემდეგ კი, სასურველ კურსში თანხის დაკონვერტირება. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ შეთავაზებული კურსი მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, შესაძლებელია  მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაგზავნა, იმავე ან უფრო დაბალ კურსზე.

 

  • კომპანიებს, რომლებიც თიბისის მომხმარებლები არიან, მაგრამ არ სარგებლობენ ციფრული მომსახურებით, ბიზნეს მობაილ და ვებ-აპლიკაციებიდან შეუძლიათ რეგისტრაცია, რისთვისაც ფილიალში ვიზიტი საჭირო აღარ არის. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მათ მომენტალურად ექნებათ წვდომა ანგარიშებზე, როგორც ინტერნეტ ისე-მობაილბანკში.

 

თიბისიში ბიზნესპროცესების გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს მობაილბანკში კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი იქნება ხელმისაწვდომი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა