საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

კუნძულ კრეტაზე მოსახლეობის და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს

03.07.2025 ნახვები: 423

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი სწრაფად გავრცელდა სამხრეთისკენ და საფრთხე შეუქმნა სახლებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, ხანძრის ფრონტი ამჟამად მინიმუმ 6 კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც მის ლოკალიზებას სულ უფრო ართულებს.

ხანძრის შედეგად გავრცელებულმა სქელმა კვამლმა ზოგ ტერიტორიაზე ხილვადობა თითქმის ნულამდე შეამცირა.

პოლიციამ აგია ფოტიას დასახლებასთან ახლოს მდებარე მთავარი გზა გადაკეტა და მაცხოვრებლებსა და სტუმრებს მოუწოდა, თავი შეიკავონ არააუცილებელი მგზავრობისგან ჰაერის სახიფათო ხარისხის, უკიდურესი სიცხისა და ფერფლის გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, აგია ფოტიას დასახლებაში სახლები და გასაქირავებელი ფართები განადგურებულია, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია. კვამლის შესუნთქვით გამოწვეული სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში სულ მცირე ოთხი ხანდაზმული ადამიანი გადაიყვანეს.

სიფრთხილის ზომების მიზნით, კრეტაზე ყველა საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში გადაიყვანეს.

ხელისუფლებამ ფერმას მუნიციპალიტეტში სასტუმროების, გასაქირავებელი ნომრებისა და სახლების მასობრივი ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ხანძარი ტერიტორიას უახლოვდება. ოპერაცია სახანძრო სამსახურის, პოლიციისა და ადგილობრივი მოხალისეების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, მიმდებარე დასახლებებიდან და ტურისტული ზონებიდან ევაკუირებულია, დაახლოებით, 1 500 ადამიანი, რომლებიც იერაპეტრაში გადაიყვანეს. დაახლოებით 200 ევაკუირებული კი ქალაქის დახურულ სპორტულ არენაზე მოწყობილ თავშესაფარში განათავსეს.

ხანძრის ჩაქრობის ოპერაცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ადგილზე 155 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 38 სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულები არიან ვერტმფრენებიც. გავრცელებული ინფორმაციით, გზაში არიან დამატებითი ძალებიც.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა