საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე - მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა

02.07.2025 ნახვები: 478

გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ აირჩია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანა წითლიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო აქვს მიტაცებული და ცხადია, რომ საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი იქნება.

„გუშინ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბრიტანეთის ორგანიზებით საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართა ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით. შეხვედრაზე მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროპელებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარი მხარდამჭერები არიან, რომ ამ ადამიანებისთვის მიუღებელია ის კურსი, რა კურსიც აირჩია საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ.

ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ამ გზას, რომლითაც მიდის „ოცნება“, არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან, ეს არის დიქტატურის გაძლიერება და ამას მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები.

მსგავსი ტიპის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება როდესაც ხდება ბრიტანელების მხრიდან, მას ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ასევე ბრიტანეთის საელჩომ სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც ბიზნესმენებს ეხებოდათ.

ეს პროცესი დაკავშირებულია ყველაფერი იმასთან, რასაც „ოცნება“ ამ ქვეყანაში აკეთებს - საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური ლიდერების დაკავება, საქართველოს მოქალაქეების წამება, სახელმწიფო აქვთ მიტაცებული და ცხადია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება იქნება კიდევ უფრო მკაცრი.

აღსანიშნავი და საგულისხმოა ბრიტანეთის სანქციები და საფრანგეთის სანქციები, რომლებიც უშუალოდ უნდა დაეკისროს „ოცნების“ ლიდერებს და ივანიშვილს“,- აღნიშნა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა