საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

ფრიდრიხ მერცი - Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა „იყო და რჩება ვარიანტად“

02.07.2025 ნახვები: 446

Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა „იყო და რჩება ვარიანტად“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ARD-ის ეთერში განაცხადა.

ამასთან, კანცლერის თქმით, მიაჩნია, რომ უკრაინის არმიისთვის რაკეტების მიწოდება მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან ომის მხარედ არ აქცევს.

მერცმა განმარტა, რომ Taurus-ის რაკეტებთან მუშაობა უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ეს სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

“ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია და ჯარისკაცების მასზე მომზადებას მინიმუმ ექვსი თვე სჭირდება. წვრთნიან მათ უკვე? ჩვენ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ზელენსკისთან ვისაუბრე, კოალიციაშიც განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა,

ცნობისთვის, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია, შექმნილია კრიტიკული სამიზნეების - ხიდების, ბუნკერების, სამეთაურო პუნქტების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების და სხვა დაცული ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის. უკრაინა რამდენიმე წელია გერმანიას სთხოვს, რომ ეს რაკეტები მიაწოდოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა