საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

გიორგი გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

30.06.2025 ნახვები: 463

რვა პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილად აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს, მაგრამ რა გზით მივლენ ისინი ივანიშვილის მოძალადე რეჟიმის დამარცხებამდე, გზა და ალტერნატიული გეგმა არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ გავიგე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას არ ცვლის.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს არ ვცვლით. ვინც იცნობს ჩვენი პარტიის თანმიმდევრულობას, არავის უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ამ გადაწყვეტილებას შევცვლიდით. ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა დღეს არის რაიმე ფორმით თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასთან“. სრულიად საპირისპირო რეალობასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა