საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს

30.06.2025 ნახვები: 430

პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს.

რიგგარეშე პლენარული სხდომა 1 და 2 ივლისს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ საპროცედურო საკითხზეც იმსჯელებენ.

პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო დღის წესრიგში 12 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგას. ეს დეპუტატები არიან: გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახა ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად ძიძიგური.

მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის რიგგარეშე სხდომაზე გატანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს, რომელიც პარლამენტში დღეს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა