კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

ნახვები: 447 ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი იყო მისული, რომელმაც აღნიშნა, რომ როცა ანდრო ჭიჭინაძის დასაკავებლად წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს და მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდა.

როგორც მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძემ განმარტა, თუ რატომ არ მოუწერა გამომძიებელს ჩხრეკისა და დაკავების ოქმზე ხელი.

მისი თქმით, რასაც ანდრო მას ეუბნებოდა, რომ შენიშვნის ფორმით ოქმში დაეფიქსირებინა, ამას გამომძიებელი არ ასახავდა.

„[სასამართლოს სხდომაზე] ანდრო ჭიჭინაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი იყო მოსული და ამის გაშუქება ვერ მოხდა, რადგან მედიის ნახევარი არ იყო დარბაზში და ვინც იყო, მას გადაღების საშუალება არ ეძლეოდა. ამიტომ, ახლა უფრო რთულად მაგრამ მაინც მოგვიწევს, რომ საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა ამ პიროვნებამ. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოს არ ჰქონდა მითითება - „აბა ანდრო მოდი საგამოძიებო ორგანოში“ მან აღნიშნა, რომ ანდროს დასაკავებლად მივიდა. ასევე აღნიშნა, რომ როცა წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს - არც ვიდეოები და არც წერილობითი მტკიცებულებები ნანახი არ ჰქონდა. მას მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა ჰქონდა. ასევე აღნიშნა, რომ ანდროსთან მისვლის შემდეგ, როცა უთხრა, რომ ნივთები უნდა წარმოედგინა, არ დაუკონკრეტებია არცერთი ნივთი, რომელსაც გამოძიება ეძებდა. ასევე ისიც თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანდრომ უარი განმიცხადა ნივთის წარმოდგენაზე, მე სურვილი არ მქონია, რომ ჩხრეკა სახლში ჩამეტარებინა და არც ჩამიტარებიაო.

განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ანდრომ [სხდომაზე] მიუთითა, თუ რატომ არ მოაწერა არც დაკავების და არც ჩხრეკის ოქმს ხელი - ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ რასაც ეუბნებოდა, შენიშვნის ფორმით დამიფიქსირე ოქმშიო, ამას გამომძიებელი არ ასახავდა. მაგალითად, ის, რომ „სარაჯიშვილის“ შუშის ბოთლი პოლიციელმა ანდროს ესროლა და მარცხენა ფეხზე მიიღო დაზიანება - ეს აღუწერა ანდრომ, მაგრამ მხოლოდ ის ჩაწერა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს აქციების დროს მარცხენა ფეხზე დაზიანება ჰქონდა მიღებული. კონკრეტულად არ აღწერა, რომ ის პოლიციელმა დააზიანა. აქედან გამომდინარე, ანდრომ ხელი არ მოაწერა არც გამოკითხვის, არც ჩხრეკის და არც დაკავების ოქმს“,- განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა