კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ირაკლი კობახიძე - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში

ნახვები: 456 ირაკლი კობახიძე - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში

შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან „აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილებაა“ მიღებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დიპლომატიური პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით.

„როგორც მოგეხსნებათ, ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. აქ რა თქმა უნდა, არანირი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლებაა და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“,- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა