კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

პერან მუნი - დრო სწრაფად იწურება - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას

ნახვები: 560 პერან მუნი - დრო სწრაფად იწურება - მიზანში უნდა ამოვიღოთ რეპრესიებზე პასუხისმგებლები, რაც ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას

საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებს აქტივები უნდა გავუყინოთ, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომა შევუზღუდოთ, და საზღვარგარეთ არდადეგების ფუფუნება ჩამოვართვათ. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პერან მუნმა (დიდი ბრიტანეთი, ლეიბორისტული პარტია) განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული, საქართველოს "დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი დემოკრატიის ჩახშობის ესაკალაციისთვის" გამოიყენა.

“კონკრეტულად ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე ვაპირებდი საუბარს, მაგრამ სანამ მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთის მოვლენებისკენ იყო მიპყრობილი, საქართველოს დისკრედიტირებულმა მთავრობამ მომენტი ქვეყანაში დემოკრატიის ჩახშობის ესკალაციისთვის გამოიყენა.

ახლა სრულიად ცხადია, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და მელიას მცირე პროცედურული ბრალდებებით დაკავებები რეპრესიის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია. რეალურად, ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, ბოლო რამდენიმე კვირაში.

როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიჰყავდათ, მან თქვა: “ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ”. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს, მაშინაც კი, როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში.

და ეს დაპატიმრებები, როგორც “ცალკეულები” ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი.

გასული კვირის ოთხშაბათს, ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერს, რომელმაც მიღებული კანონები ამიხსნა, რომელთა მიზანია, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა. ჯაფარიძემ მითხრა, რომ ისიც თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მის წინააღმდეგ, მისი აზრით, მცირე ბრალდება იყო უსამართლო სასამართლოსგან, რომლისგანაც ჯარიმას ელოდა. ამის ნაცვლად, მიმდინარე კვირის ორშაბათს, ბადრი ჯაფარიძეს “ლელოს” პარტიის თანალიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება.

ეს უბრალოდ ოპოზიციონერები არ არიან, ესენი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ორგანიზებული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოები არიან.

მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ. საქართველოსთვის ბოლო შესაძლო მომენტში ვართ. თუ სერიოზულები ვართ მათი მხარდაჭერის შესახებ, ვინც მამაცად უწევს წინააღმდეგობას საქართველოში პოლიტიკურ დევნას.

მიზანში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლები. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ეს ნიშნავს მათი აქტივების გაყინვას, დასავლური განათლებისა და ინსტიტუტებისადმი წვდომის შეზღუდვას და მათთვის საზღვარგარეთ არდადეგებისა და უსაფრთხო თავშესაფრის ფუფუნების ჩამორთმევას მაშინ, როდესაც ისინი სახლში დემოკრატიას შლიან”, - განაცხადა მუნმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა