გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება

26.06.2025 ნახვები: 457

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლი რჩება და მას არ ეხებიან.

როგორც მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს „გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი“.

„აღნიშნული მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს არ ეხება. ის მოწოდების და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ჩანაწერია.

წარმოდგენილი კანონპროექტით ამოღებულია პრივილეგიების მუხლი, რომელიც ცილისწამებისათვის პრივილეგიებს გულისხმობს, თუმცა კანონის მეოთხე მუხლს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას ეხება, ჩვენ არ შევხებივართ. ეს მუხლი არის უცვლელი და კანონიდან მუხლი არ ამოგვიღია“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საუბარია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მუხლზე, რომლის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დასვა.

“როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: “სავარაუდოდ“, “მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. კანონის მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ახლა რანაირად გამოვა ეგ? ამას აუცილებლად გამოიყენებენ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე.

ჯაფარიძის პასუხად მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონიდან აღნიშნული მუხლი ამოღებული იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა