ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს არ აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დასრულდება
უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით
საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა
რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა
გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა
მარიამ მეყანწიშვილი: ბრალდება უსაფუძვლოა, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო უკანაც რომ დავბრუნდე, ისევ იქ ვიდგები
კარაფანო: აშშ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პრობლემების გადაწყვეტას არ აპირებს
კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე, ტყის ხანძრების გაჩენისთვის ქართველი ქალი დააკავეს

26.06.2025 ნახვები: 491

საბერძნეთში კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების უნებლიედ გაჩენაში ეჭვმიტანილი ქართველი ქალი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველ ქალს სიგარეტის გადაგდების შედეგად კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრების ერთ-ერთი კერის შემთხვევით გაღვივებაში ედება ბრალი.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქართველმა ქალმა, რომელიც ქიოსზე დამლაგებლად მუშაობს, სიგარეტის გადაგდების შედეგად ხანძრის გაჩენა „აღიარა“.

ლეიტენანტმა კონსტანტინე კოზანისმა გამოცემას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი სამშაბათს დააკავეს და მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი თვითმხილველებმაც დაინახეს.

ცნობისთვის, კუნძულ ქიოსზე ტყის ხანძრებს გასული კვირის შემდეგ 400-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ხელისუფლებამ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ათობით სოფლის ევაკუაცია განახორციელა. ტყის ხანძრებმა კუძულზე დაახლოებით 4000 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა