გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო
Drones strike Russia's Ust-Luga port, fire reported
Frontline update: 191 clashes in past day, 47 Russian assaults repelled on Pokrovsk axis
Ukrainian air defenses intercept 121 of 147 drones launched by Russia overnight
Russian forces lose another 1,220 troops in past 24 hours
Ukraine’s UNESCO envoy: Russia’s membership unacceptable over cultural heritage crimes

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - მოვიპოვეთ სანდო მტკიცებულებები, რომ ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა

26.06.2025 ნახვები: 455

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოიპოვა სანდო მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბოლო დროს განხორციელებული დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა.

„ეს მოიცავს ისტორიულად სანდო წყაროდან/მეთოდით მიღებულ ახალ სადაზვერვო ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირანის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი განადგურდა და მის აღდგენას წლები დასჭირდება“, - განაცხადა რეტკლიფმა.

ამასთან, ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები დარტყმების შედეგად განადგურდა.

„დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს იმას, რაც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა: ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია. თუ ირანელები აღდგენას გადაწყვეტენ, მათ სამივე ობიექტის (ნატანცი, ფორდოუ, ესფაჰანი) სრულად აღდგენა მოუწევთ, რასაც, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“, - დაწერა გაბარდმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა