ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს არ აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დასრულდება
უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით
საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა
რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა
გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა
მარიამ მეყანწიშვილი: ბრალდება უსაფუძვლოა, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო უკანაც რომ დავბრუნდე, ისევ იქ ვიდგები
კარაფანო: აშშ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პრობლემების გადაწყვეტას არ აპირებს
კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

26.06.2025 ნახვები: 393

უკრაინამ და ევროპის საბჭომ ხელი მოაწერეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ მოაწერეს.

უკრაინული მედიის ცნობით, მომავალი სპეციალური ტრიბუნალი იძლევა საშუალებას, გამოძიება ჩაატარონ სახელმწიფოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რომელიც ჩვეულებრივ დაცულია პერსონალური იმუნიტეტებით. თუმცა განაჩენების გამოტანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ. ასევე, მოსალოდნელია, რომ ტრიბუნალს შეეძლება განაჩენების გამოტანა ბრალდებულების ყოფნის გარეშეც; კერძოდ, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ასევე, პოტენციურად, ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგაც.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესი 14 მაისს დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა