ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს არ აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დასრულდება
უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით
საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა
რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა
გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა
მარიამ მეყანწიშვილი: ბრალდება უსაფუძვლოა, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო უკანაც რომ დავბრუნდე, ისევ იქ ვიდგები
კარაფანო: აშშ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პრობლემების გადაწყვეტას არ აპირებს
კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

ჯინ შაჰინი და როჯერ უიკერი - „ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად ანტიდემოკრატიული ქმედებებით

26.06.2025 ნახვები: 443

„ქართული ოცნების“ მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი ავრცელებენ.

„ინფორმაციის მასშტაბი, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ, დიდი ალბათობით, უკანონოა, მაგრამ იმდენად ფართოც, რომ ნამდვილად ამ მოთხოვნასთან შეუსაბამობას გამოიწვევს. „ქართული ოცნების“ ქმედებები, რომლებიც, როგორც გვესმის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება, მიზნად ისახავს ჯგუფების მნიშვნელოვანი სამუშაოს პარალიზებას, მათ შორის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „საფარის“, „მომავლის აკადემიის“, „მედიის განვითარების ფონდისა“ და „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა პოლიტიკური ოპოზიციის დევნა, დააპატიმრა და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე განაჩენი გამოუტანა რამდენიმე პროდემოკრატიულ ლიდერს. მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები საფრთხედ არ უნდა აღიქვამდნენ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერ, კრემლის პროპაგანდასთან მებრძოლ, კორუფციასთან მებრძოლ და ქალებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერ ორგანიზაციებს. როგორც ეს ჯგუფები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეებისა და წყაროების პერსონალურ ინფორმაციას ხელისუფლების წვდომისგან, ზუსტად ისე გამოვიყენებთ ჩვენს ხმასა და კანონმდებლობას მათ გვერდით დგომისთვის. ამიტომ მხარს ვუჭერთ ორპარტიული „მეგობარი აქტის“ წინსვლას მაქსიმალურად სწრაფად, რის საშუალებასაც სენატის კალენდარი მოგვცემს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა