ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადებს არ აწესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები დასრულდება
უკრაინის გენშტაბი: დრონებით ორენბურგის გაზისა და ჰელიუმის ქარხნებს დავარტყით
საბაზისო პროდუქტებზე ფასების შესადარებლად ახალი პორტალი – „ელექტრონული კალათა“ ამოქმედდა
რომან გოცირიძე: ირანისთვის განკუთვნილი 300-მილიარდიანი ფონდი უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებული ანალოგიური სქემა
გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური ბოროტება იწყება მაშინ, როდესაც პოლიტიკა მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა
მარიამ მეყანწიშვილი: ბრალდება უსაფუძვლოა, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო უკანაც რომ დავბრუნდე, ისევ იქ ვიდგები
კარაფანო: აშშ არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის პრობლემების გადაწყვეტას არ აპირებს
კარაფანო: აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას მზადაა, თუმცა ურთიერთობების გაღრმავებისთვის კონკრეტულ შედეგებს ელოდება

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

25.06.2025 ნახვები: 514

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.

ასევე, მოსამართლემ პოლიტიკოსს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.

პროცესს არ დასწრებია არც ლევან ხაბეიშვილი.

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა შეიტანეს.

“წულუკიანს ენას ამოვგლეჯ!” - ამ ფრაზის გამო, თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის საჩივრის საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილი 4000 ლარით დააჯარიმეს”, - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა