სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობენ

25.06.2025 ნახვები: 496

ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობენ „ქოცებში“. დევნიან პირველ „ქოცებს“, ანუ „წინა თაობას“ და ივანიშვილის კარზეც დაწინაურდნენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, თორნიკე რიჟვაძის, ოთარ ფარცხალაძისა და ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადაცდომასთან დაკავშირებით.

„კობახიძე და მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობს „ქოცებში“ ... შიგნით დაარქვეს ასე. დევნიან პირველ „ქოცებს“, ანუ „წინა თაობას“ და ივანიშვილის კარზეც დაწინაურდნენ. დასანქცირებულ ივანიშვილს, კობახიძემ მოპარული ( ბიძინას მალულად მოპარულზეა საუბარი და არა - სრულ სურათზე ) 1 მილიარდის მტკიცებულებები აუტანა და ხელი ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, რიჟვაძეს, ფარცხალაძეს და გომელაურს დაადო... გომელაურმა თავი იმართლა და უჩა მამაცაშვილს გადააბრალა, მასთან მიმქონდაო... ამასობაში, ბიძინას საყვარელი დეიდაშვილი „გაქცეულია“ და ეშინია, გაშლეგებულმა ბიძინამ ბორკილები არ დაადოს.

ერთმანეთის შეჭმით არიან გართულები და ამასობაში, ჩვენ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობისთვის მოვემზადოთ“, - წერს ხაბეიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა