სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

ემანუელ მაკრონი - რუსეთი უარყოფს მშვიდობას, ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს

25.06.2025 ნახვები: 419

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მისი ქვეყნის მიმართ საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„მკაცრად დავგმე რუსეთის მიერ დნეპრის მასიური თავდასხმა და უკრაინის ქალაქებზე ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ სამ თვეზე მეტია მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობას. ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს ისე, რომ ამის გამო პასუხისმგებლობა არ ეკისრება. არ შეიძლება, რუსეთმა დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინაში მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა