სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

სტივენ დოუთი - ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც

24.06.2025 ნახვები: 445

ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ განაცხადა.

ბრიტანელი მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” წუხილები გადასცა და ამას კვლავ გააკეთებს.

“ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა თავიანთი ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენ სრულიად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ამ დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” ჩემი წუხილები პირდაპირ გადავეცი და კვლავ გავაკეთებთ ამას”, - განაცხადა დოუთიმ.

ბრიტანელი მინისტრის დოუთის პასუხი მოჰყვა პარლამენტარ მარკ პრიტჩარდის (კონსერვატიული პარტია) კითხვას:

“გვარამია, ჯაფარიძე, ხაზარაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე - საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს. რის გაკეთებას აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამასთან დაკავშირებით? და რა არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის მესიჯი ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ამ უზარმაზარ დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან?” .

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა