სააკაშვილი: „ხალხო, გაიღვიძეთ, გაანძრიეთ ხელი, თორემ ვიღუპებით!“
Bloomberg: აშშ-მა წვრთნების დროს პირველად უკრაინული Magura საზღვაო დრონები გამოიყენა
რუბიო: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტეში გადასახადი დააწესოს
სადისტრიბუციო მანქანებს ღამით BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნებათ
პარლამენტმა მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად შეამცირა
პარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ახალი ჯარიმები დაამტკიცა
ფოთის ახალი პორტის პროექტში აშშ დამატებით 25 მილიონ დოლარს აბანდებს
Oil depot on fire in Krasnodar region following drone attack

ფრიდრიხ მერცი - პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის

24.06.2025 ნახვები: 489

პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის, შესაბამისად, სამშვიდობო ძალისხმევებიც ამ ენაზე საუბარს საჭიროებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უკრაინაში თავდასხმების ახალი ტალღით ნათელი გახადა, რომ რუსეთს მშვიდობის მზაობა არ გააჩნია.

“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გერმანიაში არ გვინდოდა ჩვენი ბალტიელი მეზობლების გაფრთხილებების მოსმენა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის შესახებ. ეს შეცდომა ვაღიარეთ. ამ გააზრებიდან უკან გზა არ არსებობს…

უკრაინაში მყარი მშვიდობა ყველა მხარის მზაობას მოითხოვს. რუსეთმა თავდასხმების ახალი ტალღით ნათელი გახადა, რომ ეს მზაობა არ გააჩნია.

პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. შესაბამისად, სამშვიდობო ძალისხმევებიც ამ ენაზე საუბარს საჭიროებს”, - წერს მერცი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა