Zelensky, Costa discuss EU’s new sanctions package and negotiation clusters
Coalition of the Willing to hold consultations with US on security guarantees for Ukraine
Trump on security guarantees for Ukraine: US ready to assist in the air
Next 15 days 'critical' to determine security guarantees for Ukraine – Macron
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიცემის, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე
დონალდ ტრამპი - უკრაინა სიცოცხლეს დაიბრუნებს, უკრაინელები ბევრ მიწას მიიღებენ
დონალდ ტრამპი - ზელენსკისა და პუტინს საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ
გიორგი გახარია: „ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ შეთანხმებული კანდიდატები - შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით

ანრი ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე - მეამაყება, რომ შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია

24.06.2025 ნახვები: 312

კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში - მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია , - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა,ბაჩიაშვილის დასაკავებლად ყველა ოპერატიული ღონისძიება გაატარეს.

„მე ვადასტურებ იმას, რომ ბაჩიაშვილი დავაკავეთ ჩვენ, ეს ადამიანი დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჩვენ გავატარეთ ყველა ის ოპერატიული სამძებრო ღონისძიება, რაც ამ ადამიანის დაკავებისთვის იყო საჭირო. კრიმინალი არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში. მან ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ეს არის დანაშაული, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან მკაცრად ისჯება. ამიტომ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიველირება არ ვფიქრობ, რომ სწორია. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და მე მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მედიის კითხვის საპასუხოდ ანრი ოხანაშვილი ზღაპრებს უწოდებს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ის საქართველოში ჩამოიყვანეს ისე, რომ თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული, ხოლო მასთან ერთად თვითმფრინავში, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.

„გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში მის მიერ, თუნდაც არასერიოზულ და ზღაპრებთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია პროკურატურაში. ჩვენ გადავაგზავნეთ ყველა მასალა პროკურატურაში, რაც ჩვენ ამ პირის დაკავებასთან მიმართებაში განვახორციელეთ და იძიებს პროკურატურა. ამ პირთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა, მათ შორის, მართალია ზღაპრებთან, მაგრამ მის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო პროცესი წარიმართება პროკურატურაში. მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე, მათ შორის თუ ექნება პროკურატურას შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხები.

დაგიდასტურეთ, რომ ეს ადამიანი დავაკავეთ, სადაც დავაკავეთ ოფიციალური განცხადება გავაკეთეთ. შესაბამისად, ნებისმიერ სხვა მის ამ ზღაპრებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ჰკითხოთ პროკურატურას, მიუხედავად ზღაპრებისა, გამოძიება დაწყებულია ვინაიდან ამის ვალდებულება იყო. ბევრ ზღაპარს მოისმენთ კიდევ, დაელოდეთ“ , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა