საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა
ირანმა აშშ-სგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-პუნქტიანი წინადადება მიიღო

ჯეიმს მაკკლირი - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა

24.06.2025 ნახვები: 469

ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი გიორგი ვაშაძისთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენს.

„როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ კვირას უნდა შევხვედროდი. საგარეო საქმეთა მინისტრს [დევიდ ლემის] მივწერ და დაუყოვნებლივ რეაგირების მოვითხოვ.

საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა,“ - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამ დროისთვის ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია შესახლებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა