ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

გიორგი ვაშაძე - მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?!

24.06.2025 ნახვები: 399

მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! - გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მის მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მხოლოდ ერთიანობით შეიძლება გამარჯვების დაჩქარება.

„მარცხისთვის განწირულმა რეჟიმმა გამოიტანა გადაწყვეტილება და საზოგადოებას ვეუბნები, ჩვენი პატიმრობა არაფერია იმასთან შედარებით, რა უსამართლობაც ქვეყანაში ხდება. ტოტალური უსამართლობაა, ახალგაზრდა ადამიანები ციხეში, ქალები ციხეში, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ეს გადაწყვეტილებაც მე პირადად ყველა ჩემს თანაგუნდელს, ვინც აქ არის შეკრებილი, კიდევ უფრო გვაძლიერებს, გვაჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ბევრმა პატრიოტმა გაიარა ის გზა, რასაც ახლა მე გავდივარ და გადიან ჩემი მეგობრები, ვინც საპატიმრო დაწესებულებაში არიან, „სინდისის პატიმრებიც“. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. მივმართავ ივანიშვილს: შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი! შენ ხარ ადამიანი, რომელსაც ციხეში მე და სხვა კი არა, გინდა მთელი ქვეყანა გამოკეტო, არ გაგივა!

ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შენ, შენი კობახიძეებით და სხვა ადამიანებით ჩვენს გატეხას ვერასდროს ვერ შეძლებთ. გგონია პატიმრობით შეგვაშინებ?! შენი არავის ეშინია! შენც, მთელი შენი გარემოცვაც არარაობები ხართ! ადამიანები ხართ, რომლებიც საპოლიციო რეჟიმს ხართ ამოფარებული, ქუჩაში გასვლის და ადამიანების თვალებში ჩახედვის გეშინიათ. რა გააკეთეთ ამ ქვეყანაში? სად არის ჩვენი ევროპული პერსპექტივა, სადაა საქართველო, რომელიც მაგალითი იყო რეფორმების? რამდენი სამუშაო ადგილი შექმენით? ერთადერთი, რაც გააკეთეთ, ციხეებს ავსებთ პოლიტიკური და „სინდისის პატიმრებით“.

მინდა მივმართო საზოგადოებას: ერთიანობა, ერთიანობა და კიდევ ერთხელ ერთიანობა. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია დავაჩქაროთ გამარჯვება“,- აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ მოსამართლეს სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაედო, გალუსტაშვილმა განაჩენი მაინც გამოაცხადა.

გიორგი ვაშაძე თანაგუნდელებთან ერთად განაჩენს პარტიის ოფისში ელოდებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა