ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

კაია კალასი - იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის, რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ, საკითხს ივლისში დავუბრუნდებით

23.06.2025 ნახვები: 411

ჩვენი მიზანია ის კონკრეტული ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან და შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას.

მისი თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები უკიდურესად მკაცრია და არც კი იცის, „რა არის შესაფერისი სიტყვა“. კალასის განცხადებით, სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, შესაბამიად, განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

კალასმა განაცხადა, რომ სანქიცებთან დაკავშირებით ამჟამად შეთანხმებას ვერ მიაღიწეს, თუმცა საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან.

„დღეს ეს საკითხიც განვიხილეთ. ვგულისხმობ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქმედებებს სჩადის და ასევე, თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილ სასჯელებს დავაკვირდებით ცხადია, რომ ისინი უკიდურესად მკაცრია, არც კი ვიცი რა არის შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ისინი ამ ქმედებების პროპორციული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, ამიტომ ასევე იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებებს ახორციელებენ. ასე რომ, ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს საკითხი და ამას ივლისში დავუბრუნდებით. ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლოა მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა. ჩვენი მიზანია ის ადამიანები დავსაჯოთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ“, - განაცხადა კაია კალასმა. და დასძინა, „დღეს მინისტრებმა განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ“, - განაცხადა კაია კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა