სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russian attack on Vasylkivka community in Dnipropetrovsk Region kills man
Russia loses 1,000 soldiers in Ukraine war over past 24 hours
Lithuania to host rehabilitation for over 300 Ukrainian children freed from occupation
NATO membership impossible for country at war – ex-NATO assistant secretary general
Ukrainian border guards destroy nine Russian shelters in Southern Slobozhanshchyna sector
War update: 206 clashes on frontline, fiercest fighting in Pokrovsk sector

ზურაბ ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

23.06.2025 ნახვები: 349

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დღეს, 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე განაჩენი გამოცხადდება.

როგორც ცნობილია, არცერთი მათგანი მათ მიმართ განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრება.

პირველი განაჩენი დადგება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ. მისი სხდომა 10:30 საათზეა დანიშნული. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გასული სხდომა სწორედ ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, პოლიტიკოსის პოზიცია ცნობილია, ის სასამართლოს და მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს, რის გამოც სხდომაზე არ გამოცხადდება და არც მისთვის მინიჭებული საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმეზე განაჩენი 15:00 საათზე, მისივე თანაგუნდელის, ბადრი ჯაფარიძის საქმეზე კი 17:00 საათზე გამოცხადდება. აქაც მოსამართლე ზვიად შარაძემ სხდომა ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. თუმცა, მათი პოზიციაც ცნობილია, ისინი არც საბოლოო სიტყვას იტყვიან და არც სხდომაზე მისვლას აპირებენ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ ცხრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი რვა პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, რის გამო, ის 22 ივნისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, რაც მათ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.

განაჩენი გამოსაცხადებელი დარჩება ხუთი პოლიტიკოსის - გიორგი ვაშაძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, გივი თარგამაძისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ.

ვაშაძეს განაჩენს 24 ივნისს, 10:00 საათზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დაუყენებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა