ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანის გადაწყვეტილებებმა რუსეთის დახმარების შესახებ ჩვენს ქვეყანას, ბევრ სხვა ქვეყანას მასშტაბური განადგურება, მასშტაბური ადამიანური დანაკარგები მოუტანა

23.06.2025 ნახვები: 396

კრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიმართ „გადამწყვეტობი ქმედებებისთვის“ შეაქო. ზელენსკიმ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ განაცხადა, რომ თანამედროვე სამყაროში ბირთვული იარაღის გავრცელება არ უნდა მოხდეს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ – აშშ-ის მიერ ირანის რეჟიმის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ. რეჟიმი, რომელიც ასე ძალიან დაეხმარა პუტინს. ახლა უკრაინის ცაში „შაჰედების“ მეტი ტალღაა. ყველას კარგად გვახსოვს, საიდან მიიღო რუსეთმა ეს იარაღი. ირანის გადაწყვეტილებებმა რუსეთის დახმარების შესახებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ სხვა ქვეყანას მასშტაბური განადგურება, მასშტაბური ადამიანური დანაკარგები მოუტანა და ეს ნამდვილად უნდა შეწყდეს. ეს ნამდვილად არ უნდა გაძლიერდეს ბირთვული იარაღით. თანამედროვე სამყაროში ბირთვული იარაღის გავრცელება არ უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში არსებობს ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილება – პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიპლომატიამ ყველგან უნდა იმუშაოს.

„დიპლომატიამ ყველგან უნდა იმუშაოს. თუ პუტინი უარყოფს ყველა სამშვიდობო წინადადებას, მათ შორის ამერიკულს, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ ისინი თეირანშიც უარყოფენ. თუმცა, ყველამ უნდა იგრძნოს, რა არის საერთაშორისო სოლიდარობის ძალა და ტერორის ნებისმიერი გავრცელების დაუშვებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა