ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

„გახარია საქართველოსთვის“ - გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება

22.06.2025 ნახვები: 378

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარია ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, თუმცა კომისიისგან ეცნობათ, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და „დაჟინებით ითხოვს“ ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც პარტიის შეფასებით, „არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა“, თუ საგამოძიებო კომისია „რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.

როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. „ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.

მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.

გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა