პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

თამარ ჩერგოლეიშვილი - 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს - დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ

24.05.2025 ნახვები: 482

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან 26 მაისთან დაკავშირებით ბოლო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, აღნიშნულ დღეს სხვადასხვა დროსა და ადგილას მარშებია დაგეგმილი, კულმინაცია კი, 19:00 საათზე იქნება, როცა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

„ჩვენ გვინდა ეს დღე იყოს ის, რაც ყველა ქართველს გააერთიანებს, ვისთვისაც დამოუკიდებლობა ძვირფასია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთები არიან ისინიც, ვინც დღეს შეიძლება სტატუს-კვოს უჭერენ მხარს სრულიად შეცდომით. 26 მაისის ჩვენი მხრიდან გაკეთებული ღონისძიების სულისკვეთება იქნება ის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და რომ ეს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის ქვეშ რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენით.

დაახლოებით, 15:00-16:00 საათიდან იწყება სხვადასხვა მარში, ძალიან დეცენტრალიზებული პროტესტია, მომწონს ძალიან, რომ ყველა ჯგუფი თავის პროგრამას აკეთებს და მთელ რუსთაველზე იქნება გაშლილი, რუსთაველის თეატრიდან "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემდე". კულმინაცია იქნება 19:00 საათზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს. ყველაფერი ხაზგასმით მშვიდობიანი, მეგობრულია ყველას მიმართ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა ძვირფასია და მტრული მათ მიმართ, ვისთვისაც არ არის ძვირფასი",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე ზურაბიშვილთან მათ შორის, იმაზეც ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აიცილონ მოსალოდნელი პროვოკაციები.

„ეს იყო ბოლო სამუშაო შეხვედრა და ვისაუბრეთ როგორ უზრუნველვყოთ ის, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ, გეგმა „B“ რა შეიძლება იყოს, ეს ყველაფერი დავალაგეთ. „პლატფორმამ“ კი დააანონსა ეს აქცია, მაგრამ უფრო ფართო მოვლენაა - ბევრი პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო ორგანიზაცია სულ არ სწყალობს ამ „პლატფორმას” და გააფართოვა უბრალოდ, კომიტეტი შეიქმნა, სადაც სამოქალაქო ორგანიზაციები, პროტესტის მონაწილეები არიან, ბევრი ხალხია, ჩემი სკეპტიციზმის მიუხედავად რაღაცებზე შეთანხმება მაინც გამოვიდა, რაც მიხარია",- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა