MI5-ის ხელმძღვანელი: რუსეთი მთავარი აგრესორია, უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები კი ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაჩქარების უკან შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იდგეს
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება - ოპოზიციონერები პროცესის დაჩქარებაზე საუბრობენ
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის

ALDE/Liberal International: ვგმობთ დაკავებას, მტკიცებულებაა, რომ ოცნებას ეშინია პროტესტის

ნახვები: 475 ALDE/Liberal International: ვგმობთ დაკავებას, მტკიცებულებაა, რომ ოცნებას ეშინია პროტესტის

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება (Liberal International) კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას კატეგორიულად გმობს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს. 

ALDE-ს თანახმად, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. 

ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე.

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ჩვენი წევრი პარტიის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის დღევანდელ დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაკავების მუქარებს.

მოჩვენებით სასამართლო პროცესზე, დახურულ სხდომაზე, რომელზეც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ დასწრების უფლება და რომელზეც მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო მაუწყებელს მიეცა გადაღების უფლება - ასეთ პირობებში გამოცხადდა განაჩენი პოპულარული ლიბერალი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წინააღმდეგ მამაცურად დგომის გამო, რომლის მიზანიც არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლა.

საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებების მუდმივი ეროზია სამწუხაროა. ჩვენ განვიხილავთ ამ უკანასკნელ ნაბიჯს, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ეშინია განგრძობადი პროტესტის და მზარდი საზოგადოებრივი ზეწოლის. მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს, დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ზურაბ ჯაფარიძე, მოუხსნას მას ბრალდებები და დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს.

ქედს ვიხრით ქართველი ხალხის წინაშე მათი ურყევი ერთგულებისთვის, უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და უარყონ რუსეთის გავლენა - ისინი ამას 176 დღეა ქუჩაში აპროტესტებენ. საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში და ამ გზაზე მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა