პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ბადრი ჯაფარიძე - სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონოა

22.05.2025 ნახვები: 426

სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ, უკანონო პროცესია - ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება ,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია როგორც კონსტიტუციის, ისე კანონის დარღვევითაა შექმნილი.

"სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო პროცესია. საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევით და კანონის სრული იგნორირების საფუძველზე შექმნილი და უკანონო კომისიის, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანის გასამართლება არის პირდაპირ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ასე შეიძლება შეფასდეს დღევანდელი სასამართლო პროცესი. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა