პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ელისაშვილი: ხელისუფლება შეშინებული და ჩაფსმულია

22.05.2025 ნახვები: 542

"ოცნება" შეშინებული და ჩაფსმულია, - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პირველებთან", თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოლოდინით, ზურაბ ჯაფარიძეს დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააკავებენ. მისივე განმარტებით, სწორედ ამას უკავშირდება ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზება. 

"ერთი მხრივ, ვხედავთ შეშინებულ, ჩაფსმულ ხელისუფლებას, რომელსაც უამრავი პოლიციელი ჰყავს გამოყვანილი ისე ეშინია. აქეთ ვხედავთ გამბედავ ხალხს, რომელიც გამბედავ ბიჭს, ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს. წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება იმ დარბაზში, მაგრამ რახან ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. ეს არის დიდი შეცდომა. მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სია, შემდეგ ოქრუაშვილმა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ უხრის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოში ზურა ჯაფარიძის პროცესი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული. ოპოზიციონერ ლიდერს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს აღნიშნულ სისხლის საამრთლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე მისულ ხალხს გომელაურის უწყების თანამშრომლები ეზოში არ უშვებენ. საქალაქოში შევიდა მხოლოდ ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც სხდომათა დარბაზში ეტევა. საუბარია დაახლოებით 20 ადამიანზე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სასამართლოს ჭიშკართან დგას, სადაც სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა მათ ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა