წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება - ამოქმედებულია ცხელი ხაზი
ადვოკატი - ოთარ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებები უსაფუძვლოა, ვერ გაუძლებს სამართლიანი სასამართლო განხილვის სტანდარტებს
Awork- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდებ ივანიშვილს, საახალწლოდ გამოუშვას აქციების დროს დაკავებული ახალგაზრდები
დავით ნარმანია - ტარიფის მატება უპირველესად, სოციალურად დაუცველებს აწვებათ
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინება
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,180 over past day
Trump suggests peace talks could yield results within weeks

მოსამართლემ, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

22.05.2025 ნახვები: 403

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. იქამდე ვიდრე, ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებდნენ, მათ მოსამართლეს სთხოვეს დარბაზის შეცვლა, თუმცა, მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად უთხრა, რომ დარბაზები ცარიელი არ არის, რის შემდეგაც ადვოკატებმა უკვე შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოს ეზოშიც კი ერთ-ერთ ადვოკატს, გოგიტა გაბაიძეს ორდერის წარმოდგენის მიუხედავად არ უშვებდნენ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულიც კი დარბაზის სიმცირის გამო ისე ზის, მას მოსამართლე საერთოდ ვერ ხედავს. ჩომახაშვილის თქმითვე, სამი ადვოკატიდან ერთ-ერთი მაგიდასთანაც არ არის, რადგან არ არის მაგიდა.

„ამდენი პატივი მაინც გვეცით, რომ ადვოკატებს მაგიდა გვქონდეს“, - განაცხადა ჩომახაშვილმა. მან მოსამართლეს სთხოვა, შესვენება გამოაცხადოს, გაარკვიოს, რომელიმე დარბაზში ხომ არ დასრულდა პროცესი და ხომ არ გათავისუფლდა დარბაზი.

ადვოკატები განმარტავდნენ, რომ პროცესის საჯაროობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთან, ნიკა გვარამიას განმარტებით, დარბაზი იმდენად პატარაა, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, დარბაზში მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფება. „ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არა ტრაგიკული“, - განაცხადა გვარამიამ.

კიდევ ერთი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ის სასამართლოსთან სამართალდამცავებმა „პირდაპირი მნიშვნელობით აბურთავეს“, მიუხედავად ორდერისა, არ უშვებდნენ სასამართლოში, ახლა კი ისე ზის, „მუხლებზე უდევს ლეპტოპი".

აღნიშნულ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, ამასთან, პროცესი ობიექტური დამკვირვებლების მიერ შუქდება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განაცხადა, რომ სხდომა საჯაროა და მას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა