ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა — კალასი: „პუტინს ყველაზე მტკივნეულ ადგილას ვარტყამთ“
კლინიკა: ვერაზე სროლის საქმეზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა
თენგიზ აბლოთია - ქურდული მენტალიტეტი, ყოფითი აგრესია და ქვეყანა, რომელიც ავადაა
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება: „ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა იდიოტის ან პროვოკატორის საქციელია“
კლინიკა „ჰელსიკორი“: ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდა ოპერაციის შემდეგ სტაბილურ მდგომარეობაშია
Freedom House ვახო სანაიას დაპატიმრებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
ვერაზე სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის გარდაიცვალა ერთი არასრულწლოვანი
Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea

პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ნახვები: 1012 პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილებმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. შესაბამისი განცხადება ვლადიმერ პუტინმა თანამემამულეებისადმი მიმართვაში გააკეთა.

„გარემოებები ჩვენგან მოითხოვს მოითხოვს გადამწყვეტ და დაუყოვნებლივ მოქმედებას.დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა დახმარების თხოვნით მიმართეს რუსეთს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური სათათბიროს მიერ რატიფიცირებული დსრ-თან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ", - განაცხადა პუტინმა.
მისივე განცხადებით, რუსეთის გეგმას არ წარმოადგენს უკრაინის ოკუპაცია, თუმცა მოსკოვი შეეცდება მოახდინოს მისი დემილიტარიზაცია.
„მისი მიზანია (რუსული სპეცოპერაციის) ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ შეურაცხყოფას, გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან და ამისათვის ჩვენ ვეცდებით უკრაინის დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას, ასევე, იმათ პასუხისგებაში მიცემას ვინც ჩაიდინა სისხლიანი დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ", - განაცხადა პუტინმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა