Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს
გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე - რაც მოვისმინეთ, მიუთითებს სისასტიკეზე, პროცესების განმავლობაში არ მოგვისმენია სინანული

მამუკა ხაზარაძე - სასამართლოში დაკითხვაზე როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, მაჩერებდნენ, აბა, რა აინტერესებთ? - ეს ეპოქა დასრულდება!

06.11.2024 ნახვები: 475

საქალაქო სასამართლოში, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა დასრულდა.

როგორც ხაზარაძემ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, ის, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა, არის მომავლის ქურდობა.

მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი ფაქტებისა არვინ დასჯილა, გარდა ორი ადამიანისა, „რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები“.

„როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, იმ წუთშივე მაჩერებდნენ. როგორც კი შეფასების გაკეთებას დავაპირებდი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში - „არა, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს“ - აბა, რა აინტერესებთ? აქ ორი სტანდარტია, როდესაც პატიმარი მიხელ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში, თურმე მე და სხვას არ აქვს საშუალება, რომ ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ქვეყანას აწუხებს ( არჩევნებთან დაკავშირებით, მე სხვა თემებს არ შევხებივარ). მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვისაც აქვს შერჩენილი პრინციპულობა და სიმართლისთვის ბრძოლა, ეს ბრძოლა ბოლომდე მივა, რადგან აქ მარტო ჩემ შვილებზე არ არის საუბარი, აქ ყველას შვილებზე და მომავალზეა საუბარი.

რაც ჩატარდა, არის მომავლის ქურდობა. ფაქტები დევს სახეზე და ამდენი ხნის განმავლობაში არვინ დასჯილა, გარდა ორი ადამიანისა, რომლებმაც უხეშად ჩატენეს ბიულეტენები. ყველაფერზე უარი გვითხრეს. მე მეუბნებიან მამუკა ხაზარაძეს, რომ მე უნდა მოვიტანო სასამართლოში მტკიცებულებები. რატომ? იმიტომ, რომ ხალხმა დაინახოს, რომ მათაც დაიბარებენ. არ შეშინდეთ, ხალხო. ეს ეპოქა დასრულდება. დღეს სასამართლოში ვნახე ორი საქართველო: ვნახე ახალგაზრდები, საია, მომზადებული იურისტები. აქეთ ვნახე გვრიტიშვილი, ჩამყაყებული სასამართლო და „ჩინოვნიკები“, რომლებსაც ჩემი გადასახადებით ვუხდი ხელფასს, ისინი კი ქვეყანას ყიდიან.

ყველას მოგიწოდებთ, დადექით პრინციპულად, ამაზე უარესი გადაუტანია საქართველოს, ამასაც დავამარცხებთ. აუცილებლად ნახავთ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია არავის დაუჭერს მხარს, სადაც არის ოლიგარქია, სადაც არის კორუფცია და დემოკრატიული ცვლილებების უკუსვლა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე კიდევ დაიბარებენ სასამართლოში თუ დღეს დასრულდა დაკითხვა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ „დღეს დასრულდა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა